გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას სურს, საჯარო პერფორმანსები მოაწყოს, სპექტაკლები დადგან და პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ

ოპოზიციამ არ იცის, რა არის რიგგარეშე სესიის სხდომა. საკითხი ჯერ უნდა იყოს მომწიფებული და შეთანხმებული, ამის შემდეგ, ბუნებრივია, უშვებს კონსტიტუცია და რეგლამენტი, მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას მმართველ გუნდთან თანამშრომლობა არ უნდა და მათ რიგგარეშე სესია მხოლოდ საჯარო პერფორმანსების მოსაწყობად სჭირდებათ.

“ოპოზიციას არ უნდა ჩვენთან თანამშრომლობა, მეორე მხრივ, უნდათ, რომ სესია იყოს მოწვეული. ეს კი არის საჯარო მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიციას სურს, საჯარო პერფორმანსები მოაწყოს, სპექტაკლები დადგან და პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ. ეს არ გამოვა“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები