ირაკლი კობახიძე: არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია

არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ 2024 წელს გვქონდა დაგეგმილი განაცხადის შეტანა და ველოდებოდით, რომ იქიდან ორ წელიწადში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როგორც ეს სტანდარტული პრაქტიკით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არავითარი ისტორიული შანსი არ დაუკარგავს და ეს არის სპეკულაცია.

„ასეთი იყო გეგმა, 2024-ში განაცხადის შეტანა და 2026-ში სტატუსის მიღება. ვხედავთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში დაჩქარდება. საუბარია უკვე 2023 წელზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია. ზუსტად ასეთივე 12 პუნქტი ევროკავშირმა დაუდგინა მოლდოვასა და უკრაინასაც. აბსოლუტურად იდენტურია რეალურად ვითარება, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. უკრაინა და მოლდოვა თუ იმ პუნქტებს არ შეასრულებენ შეიძლება მათი სტატუსი გადაიხედოს. ეს არის ერთადერთი განსხვავება, თუმცა არსებითად შესაკრებთა გადანაცვლების ვარიანტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები