ზელენსკი: ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვან ძალისხმევას ვიღებთ მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად – გაეროსა და თურქეთის მადლობელი ვარ

ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვან ძალისხმევას ვიღებთ მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად. მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის შესაბამისი ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაციამ მას აცნობა, რომ სურსათის მიწოდების საკითხზე არის გარკვეული პროგრესი და უახლოეს დღეებში დეტალებზე გაეროს გენერალურ მდივანთან შეთანხმდებიან.

„დღეს ახალ ამბებში ბევრი მინიშნებაა თურქეთში შეხვედრაზე შავი ზღვის გავლით სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის განბლოკვის შესახებ. ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვან ძალისხმევას ვიღებთ მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად. მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის შესაბამისი ძალისხმევისთვის. ამ ამბის წარმატება არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ, გადაჭარბების გარეშე, მთელ მსოფლიოს სჭირდება. თუ ჩვენ მოვახერხებთ შავ ზღვაში ნავიგაციისთვის რუსული საფრთხის აღმოფხვრას, ეს მოხსნის მსოფლიო სასურსათო კრიზისის სიმძიმეს. უკრაინის დელეგაციამ მაცნობა, რომ გარკვეული პროგრესია. დეტალებს გაეროს გენერალურ მდივანთან უახლოეს დღეებში შევათანხმებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი უკრაინული მარცვლეულის საზღვაო გზით ექსპორტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები