საბერძნეთში სისხლიანი გარჩევის შედეგად 23 წლის ქართველი დაიჭრა

საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტთან, კიმეიოს მოედანზე სროლის შედეგად 23 წლის წარმოშობით ქართველი მამაკაცი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩხუბი 7 გასროლით დასრულდა. დაჭრილი მამაკაცი, რომელსაც საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ წარმოშობით ქართველია, კლინიკაში ორმა მეგობარმა მიიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

დაშავებულის განცხადებით, მას მოულოდნელად ორი უცხოელი დაესხა თავს, რომლებმაც ფეხებში ესროლეს.

ბერძნული მედია მომხდარს „ანგარიშსწორებას” უწოდებს, რადგან დაშავებული ყაჩაღობისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმის გამო წარსულში ნასამართლევია და წინასწარი პატიმრობიდან სულ რაღაც ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები