რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები მოინახულა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ1-კმ12 სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები მოინახულა.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ – პაპუნა გამყრელიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა – მოადგილეებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 11 679 430 ლარს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები