შალვა პაპუაშვილი: რასაც აწარმოებს ჩვენი ოპოზიციის ნაწილი, არის ჩვეულებრივი, საინფორმაციო, ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ
„ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ზომები გამოიწვიონ. ეს არის ჩვეულებრივი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი, ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება ქვეყნის იმის მოლოდინში, რომ იქნებ რაიმე რეაქცია გამოვიწვიოთ რომელიმე ქვეყნის, რომელიმე ორგანიზაციის და ამით შევასუსტოთ საქართველოს ხელისუფლება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვხედავთ, მთელი კამპანია, რომ ხან რაღაც გემი შემოვიდა თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა თუ არ გადაიფრინა, რაც ყველაფერი გამოდის ხოლმე სიყალბე აბსოლუტური. ეს არის ჩვეულებრივი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი, ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება ქვეყნის იმის მოლოდინში, რომ იქნებ რაიმე რეაქცია გამოვიწვიოთ რომელიმე ქვეყნის, რომელიმე ორგანიზაციის და ამით შევასუსტოთ საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მთელი პოლიტიკა, სამწუხაროდ, რასაც აწარმოებს ჩვენი ოპოზიციის ნაწილი. მთავარია ეს პოლიტიკა ვამხილოთ და მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.