ირაკლი ღარიბაშვილი: ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა, ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება; მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, გამარჯვებისთვის
ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა. ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, გამარჯვებისთვის.
ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ბოლო პერიოდში ჩვენ არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით, ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბიში. ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა მათ”, – განაცხადა პრემიერმა.