“კიკუ ვაშაძე ქართული პოლიტიკის ტროლეიბუსში” – გოგა ხაინდრავა ვაშაძის განცხადებას პასუხობს

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

“ჩემს ყმაწვილკაცობაში თბილისში “მოღვაწეობდა” ვინმე კიკა, საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაჟი. 10 ნომერი ტროლეიბუსი დადიოდა მაშინ, ახლანდელი ზაარბრიუკენის მოედნიდან დინამოს სტადიონამდე. მასში იჯდა სულ. თავის გამოსვლებსაც იქ მართავდა, ართობდა მგზავრებს, მძღოლებს. აბა, პარლამენტი არ იყო მაშინ და… ისე, არჩევნები რომ ყოფილიყო, “სტრატეგოსებს” და “ლელობოსებს” კი აჯობებდა შედეგით. გულშემატკივარი მეტი ჰყავდა. იმ დროს, კიკასთან პოლემიკა აზრად აბა ვის მოუვიდოდა. ასეა დღესაც, ოღონდ, ამჯერად, ქართული პოლიტიკის ტროლეიბუსში, კიკუ ვაშაძე. რა კომენტარი უნდა კიკუს ქცევას”, – აცხადებს ხაინდრავა.

ცნობისთვის, ვაშაძემ ხაიდრავასთან დაკავშირებით განცხადება 3 დღის წინ გააკეთა.

“დღეს ვაპირებ, დავასახელო სახელი და გვარი იმ ადამიანის, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში, თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და აღვივებს რუსეთის უძლეველობის მითს – ეს არის ბატონი გოგა ხაინდრავა”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები