თენგიზ ცერცვაძე: გაიკეთეთ მესამე და მეოთხე “ბუსტერ” დოზა

“კოვიდის მატებაა და, სამწუხაროდ, არ შეინიშნება, რომ მოსახლეობა აცრის პუნქტებს მოაწყდა”, – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კორონავირუსის BA.4 და BA.5 შტამებისგან ,,ბუსტერ,, დოზები უკეთესად იცავს.

“სამწუხაროდ, ვაქცინაციით მოცვა საქართველოში ჯერ დაბალია. კოვიდის მატებაა და, სამწუხაროდ, არ შეინიშნება, რომ მოსახლეობა აცრის პუნქტებს მოაწყდა. გამოსავალი მაინც ვაქცინაციაა, განსაკუთრებით – მათთვის, ვინც გაიკეთა 2 დოზა, გაიკეთოს მესამე და მეოთხე ,,ბუსტერ,, დოზა იმიტომ, რომ ,,ბუსტერ,, დოზები უკეთესად შველის, ვიდრე – პირველი ორი ვაქცინაცია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები