ვიქტორ ორბანი: დღეს ყველა ხედავს, რომ ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას, ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება

Viktor Orbán, Ministerpräsident von Ungarn, kommt zum Treffen der Staats- und Regierungschefs der Europäischen Union EU bei einer informellen zweitägigen Tagung am Schloss von Versailles an. Thema ist die aktuelle Entwicklung nach dem russischen Angriff auf die Ukraine.

დღეს ყველა ხედავს, რომ ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას. ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება. ევროპას ომი არ სჭირდება, არამედ მშვიდობა! – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უნგრეთის მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ომისგან გამოწვეული ინფლაციიდან გამოსავალი მშვიდობაა.

„უნგრეთის და ევროპის საზღვრებთან ომია. ომის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინფლაცია კვლავ გაჩნდა. ენერგიის ფასები მკვეთრად იზრდება და ეს ასუსტებს ევროპას. ომმა და სანქციებმა ერთად განაპირობა ის, რომ ენერგია დღეს ევროპისთვის ყველაზე ძვირია მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ დღეებია ევრო დოლართან მიმართებით სუსტდება.

დღეს ყველა ხედავს, რომ ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას. ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება. ევროპას ომი არ სჭირდება, არამედ მშვიდობა!“, – წერს ვიქტორ ორბანი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები