სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი გაიმართა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი გაიმართა, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჩეხი სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, წალკასა და მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც საკვლევი ნიმუშები შეაგროვეს და შესაბამისი მეთოდებით გამოიკვლიეს.

თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად, ჩეხმა სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაატარეს ბაქტერიოლოგიაში, ჰელმინთოლოგიაში და ToBRFV ვირუსის PCR მეთოდით კვლევაში. აღსანიშნავია, რომ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტს ჩეხეთის მხარემ საჩუქრად გადასცა მიკროსკოპი, რომელსაც ლაბორატორიის სპეციალისტები გამოიყენებენ მცენარეთა მავნე ბაქტერიების და სოკოების იმუნოფლუორესცენტული მეთოდით იდენტიფიკაციისთვის.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები