ირაკლი ქადაგიშვილი – ელენე ხოშტარიაზე: ყველასთვის ნათელია, რომ ჰონორარები, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან და არა თეატრის ბიუჯეტიდან მოდის, ძალიან ბნელი წარმომავლობისაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხული თანხების შესახებ დოკუმენტები არ გასაჯაროვდება.

მისი თქმით, ერთ ან რამდენიმე პიესაზე საავტორო უფლება, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ თეატრში იდგმება, ასეთი ჰონორარების წყარო ვერანაირად ვერ იქნება.

„ვფიქრობ, არც გასაჯაროვდება. შესაძლოა, გასაჯაროვდეს მაშინ, როდესაც გარკვეული დოკუმენტები შეიქმნება, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ არავითარ საავტორო უფლება, ერთ თუ რამდენიმე პიესაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ თეატრში იდგმება, ასეთი ჰონორარების წყარო ვერანაირად ვერ იქნება. ნათელია, რომ ეს ჰონორარები, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან და არა თეატრის ბიუჯეტიდან მოდის, ძალიან ბნელი წარმომავლობისაა. აქედან გამომდინარე, როდესაც დახმარებებსა და სანქციებზეა საუბარი, კარგი იქნება, აქცენტები, რაც გამოსაძიებელია, იმაზე გაკეთდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები