ლევან იოსელიანი – ოპოზიციას: იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ
როდესაც ადამიანები ერთმანეთთან საუბრობენ, მეტია შეთანხმების შანსი, ვიდრე მაშინ, როცა ერთმანეთს ბრიფინგებით ელაპარაკებიან. ამიტომ, ორივე მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ერთმანეთს ეთერებში დაუძახოს და ცივილიზებული, ევროპული დებატები გამართოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაცვლად იმ დავალების შესრულებისა, რაც საქართველოს აქვს დაკისრებული, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე საუბრობს.
“ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული აქვს ქვეყანას, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს.
როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტს პირნათლად შეასრულებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია – ვიცოდე, როგორ აპირებენ ამის შესრულებას. ჯერ არ მინახავს დოკუმენტი, გამომდინარე აქედან, აუცილებლად დავესწრები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დანიშნულ შეხვედრას და მოვისმენ, რა ხედვა აქვთ”, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.