რუსეთმა ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

რუსეთის სასამართლომ ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის მნიშვნელოვანი საექსპორტო ტერმინალი დახურა.

ამის შესახებ “ინტერფაქსი” წერს.

ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, “კასპიის მილსადენის კონსორციუმი” (CPC) საზღვაო ტერმინალის მუშაობას 30 დღით შეაჩერებს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად “როსტრანსნადზორის” მიერ თითქოს გამოვლენილი დარღვევები გახდა, რომელიც ტექნიკური შეფასებისას დაიდო.

CPC – არის ყაზახური ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტი, რომელიც შეადგენს მილსადენში გატანილი მოცულობის 80%-ზე მეტს. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონი ტონა ნავთობია.

ყაზახეთს ნავთობის დიდი მარაგი აქვს, მაგრამ კასპიის გარდა ზღვაზე სხვა გასასვლელი არ აქვს.

ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი შავი ზღვის ნოვოროსიისკის ტერმინალის გავლით ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები