შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის გარკვეული ნაწილი რეკომენდაციებს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს

“ოპოზიციის გარკვეული ნაწილი რეკომენდაციებს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნულის მიზანი პროცესის დისკრედიტაციაა.

„ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი არის, რომ შემცირდეს პოლარიზაცია. პირველი, რაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა გააკეთეს, აიღეს ეს დოკუმენტი და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ იყენებენ. ასე უკუღმა გაგება ევროპელობის, საქართველოს ეროვნული მისწრაფების აჩვენებს, რომ ამის უკან დგას ის, რომ მთლიანი პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები