ალექსანდრე ვინიკოვი: გავაგრძელებთ მუშაობას ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც რჩება მთავარ ჩარჩოდ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც რჩება მთავარ ჩარჩოდ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მადრიდის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომელიც მათ სამიტზე შეუერთდა, ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოა.

“გასულ კვირას ნატო-ს ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ მადრიდში, სამიტზე, სადაც მიიღეს შორს მიმავალი გადაწყვეტილებები ნატო-ს მომავლისთვის. ეს სამიტი გახლდათ გარდაქმნის სამიტი.

ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომელიც მათ სამიტზე შეუერთდა. ცხადია, ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი არის საქართველო, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ის სამიტის მეორე სესიას დაესწრო.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც რჩება მთავარ ჩარჩოდ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ. მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზისების მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა. ჩვენ ასევე განვიხილავთ რამდენიმე ახალი სფეროს დამატებას პაკეტში. ჩვენ გავზრდით ჩვენი სწავლებების რაოდენობას და შევეცდებით, ეს წვრთნები ჩავატაროთ არა სამ, არამედ ორ წელიწადში ერთხელ. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, მათ შორის, ევროკავშირთან. ნატო ასევე გეგმავს, სამეკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალი გამოაგზავნოს. ასევე, ჩვენ გვაქვს სტრუქტურები, როგორიცაა წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი კრწანისში, რომელიც შეიძლება, გაძლიერდეს საქართველოს დამატებითი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები