ლევან იოსელიანი: ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს, უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა
ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს, უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, იმის, რაც პირველი მოსმენით არის მიღებული.
“მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, იმის, რაც პირველი მოსმენით არის მიღებული, ეს საკითხი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური გარემოს შესაქმნელად. თუმცა, ამ საკითხის გარდა, იქ (ევროკავშირის მოთხოვნებში) არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე “ქართულმა ოცნებამ” გააჟღერა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ისინი როგორი კანონმდებლობის მიღებას აპირებენ, არ ვიცით, როგორია 12 პუნქტთან მიმართებით ხედვები, ჩვენ უბრალოდ, გავიგეთ ვადები და ის, რომ გარკვეული კანონპროექტები იქნება მომზადებული. ამას სჭირდება ამ პროცესში შესვლა, დაჯდომა და ამ ყველაფრის ნახვა, მე მაგალითად მაინტერესებს რას შემოგვთავაზებენ სასამართლოსთან მიმართებით”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.