პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, გაიმართა მთავრობის სხდომა, სადაც განხილულ იქნა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ”

საქართველოს კანონის პროექტი მთავრობის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ”.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მიკრობანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, რომელშიც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრობანკის კანონით განსაზღვრული მანდატი იქნება, დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, რითაც გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით – რეგიონებში. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა „საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა”.

საქართველოს კანონის პროექტი მთავრობის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ”. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მიკრობანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, რომელშიც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრობანკის კანონით განსაზღვრული მანდატი იქნება დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, რითაც გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით – რეგიონებში. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა „საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები