გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს პროექტის გუნდის წევრებს შეხვდა
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს პროექტის გუნდის წევრებთან, პელაგია მახაურსა და თამარ ცერცვაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სტუმრებს ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს მუშაობის პრინციპები გააცნო და იმ მიმართულებებზე ესაუბრა, რომელზეც საბჭოს წევრები ამჟამად მუშაობენ.
აღინიშნა, რომ 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, საბჭო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს. ევროპული საბჭოს პროექტის წევრებმა, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სამუშაო პროცესში ჩართულობისთვის საჭირო პროცედურებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე გივი მიქანაძემ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა და ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა პარლამენტში, სტუმრებს ახალგაზრდობის კუთხით კომიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა.