სერგი ხიდეშელმა სოფელ ხეითში სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ონის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“13 ივნისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს პრობლემები შეუქმნა.
ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა საავტომობილო და შიდა სასოფლო საუბნო გზები, ასევე, სოფელ ხეითში მდინარე ხეორმა სახიდე გადასასვლელი დააზიანა, რის გამოც საჭირო გახდა სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის მოწყობა. ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ონის სერვის ჯგუფი” ასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა სოფელ ხეითში სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.