ვლადიმერ პუტინი: თუ ნატოს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში განლაგდება, მოსკოვი მათ სარკისებურად უპასუხებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოს გაფართოებასა და შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიწვევის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ნატოს ინფრასტრუქტურა და სამხედრო კონტიგენტი ფინეთსა და შვედეთში განლაგდება, მოსკოვი ორ სკანდინავიურ ქვეყანას სარკისებურად უპასუხებს.

„რაც შეეხება შვედეთსა და ფინეთს, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც, სამწუხაროდ, გვაქვს უკრაინასთან… ჩვენ არ გვაქვს არაფერი, რაც შეგვაწუხებს ფინეთის ან შვედეთის ნატოში გაწევრიანების კუთხით. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ნათლად, რომ მანამდე არანაირი საფრთხე არ ყოფილა, სამხედრო კონტიგენტის და ინფრასტრუქტურის განლაგების შემთხვევაში მოგვიწევს სარკისებური პასუხის გაცემა და იგივე საფრთხეების შექმნა იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ისინი გვემუქრებიან“, – განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები