ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მიესალმება ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერმინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერმინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.

საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები