ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით

საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს.

“სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან, ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით.

განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით”,- აღნიშნავს პრემიერმინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები