პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრ მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები