შვედეთის ელჩი – “თბილისი პრაიდის” კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით: ქართულმა პოლიციამ გასწია ძალიან კარგი სამსახური ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

შვედეთის ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი “თბილისი პრაიდის” კვირეულის გახსნის ღონისძიებას “ტვიტერში” ეხმაურება.

ელჩი ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით სამართალდამცველების მხრიდან გატარებულ ზომებს დადებითად აფასებს.

„მოხარული ვარ, რომ დავესწარი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნას კოლეგებთან ერთად. ადამიანის უფლებები, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. ქართულმა პოლიციამ გასწია ძალიან კარგი სამსახური ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისე როგორც ეს უნდა იყოს”, – წერს ელჩი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები