ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზების ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა) და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ქალაქის ექვს ქუჩაზე განხორციელდება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და სრულად 2023 წელს დასრულდება.
შიდა საუბნო გზები ეტაპობრივად მოეწყობა ასევე სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.