მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას კვლავ გააგრძელებს.

„პირველი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ იყო პრეზიდენტის ვეტო. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი არგუმენტი ვნახეთ, რომ თითქოს ეს კანონი, რომელსაც ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, ევროინტეგრაციას უშლის ხელს. რატომ – განმარტებები არ არის და, მით უმეტეს, არ არის მოტანილი სამართლებრივი არგუმენტების. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მსჯელობას, მაგრამ მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა “მოსმენების გაფართოების შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები