ირაკლი კობახიძე – ყოფილ თანაგუნდელებზე: „ნასედკები“ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან – უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ იყო „დავერბოვკებული“

კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ „დავერბოვკებული“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა „ქართულ ოცნებაზე“ ბიძინა ივანიშვილის გავლენების დამადასტურებელი ის, რომ „ოცნების“ ყოფილი წევრები ამაზე ღიად საუბრობენ.

როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა აღნიშნა, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების ნაწილი „ნასედკები“ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან“.

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? „ნასედკები“ რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? რაის ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით ვინ როგორ „დაავერბოვკეს“. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული.

ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ „დავერბოვკებული“ კონკრეტული ფორმით და კონკრეტული ცოდვების გამო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები