ირაკლი კობახიძე – კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული წევრები იდენტური ფორმულით იღებენ დაფინანსებას, არცერთი ევრო/ცენტი არ დაუკარგავს საქართველოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეალურად კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული წევრები ზუსტად იდენტური ფორმულით იღებენ დაფინანსებას.

მისი თქმით, საქართველოს არც ერთი ევრო-ცენტი არ დაუკარგავს.

„როგორც ვიღებდით აქამდე დაფინანსებას ზუსტად იმ მოცულობით მივიღებთ ხვალაც და როგორც იღებდა მოლდოვა და უკრაინა, ზუსტად იმავეს მიიღებს ხვალაც.

კანდიდატის ქვეყნების საშუალო დაფინანსება 2014-2020 წლებში წლიური ერთ სულ მოსახლეზე იყო 34 ევრო, ჩვენს შემთხვევაში 2014-2021 წლის მონაცემები წლიური ერთ სულ მოსახლეზე არის 39 ევრო.

ფინანსური და მატერიალური კუთხით ნული განსხვავებაა ზუსტად, პოლიტიკური განსხვავება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ნულია ზუსტად განსხვავება 0,1-იც არ არის და ნებისმიერთან შეგვიძლია ციფრებით ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები