ირაკლი კობახიძე – არახამია უსირცხვილო კაცია და შუბლის ძარღვი არ აქვს

არახამია უსირცხვილო, სამარცხვინო კაცია და შუბლის ძარღვი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არახამიას ადგილზე რომ იყოს, „ერთი ღამითაც არ დაეძინებოდა“.

„არახამია ვინ არის, ყველამ კარგად იცის, სააკაშვილმა თვითონ აღნიშნა, რომ მისი „დაფრთიანებულია“, მერე „Free Misha”-ს მაისურით გამოდიოდა თვითონ. ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. გარდა ამისა, მგონი საზოგადოებაც აფასებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი. დღეში ასეულობით ადამიანი ეღუპებათ უკრაინაში, უმძიმესი ვითარებაა და ამ დროს მას სცხელა, რომ ასეთ რაღაცებზე ილაპარაკოს. მის ადგილას ერთი ღამით არ მეძინებოდა, მაგრამ სინდისი რომ არ გაქვს და შუბლის ძარღვი, არახამია რომ ხარ, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცებისთვის მოიცლი. ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი, რა უნდა ვილაპარაკო მასზე, არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. ამასთან, მისივე მტკიცებით, სულ მალე ცნობილი გახდება ქართველი დეპუტატებისა და მინისტრების ანგარიშები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები