მიხეილ სააკაშვილის გასამართლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

  საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გასამართლება იყო. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღიძვრება და ორ კვირაში ექსპრეზიდენტი არ დაიკითხება, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავს. “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში პოლიციელების მიერ ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ციხეებში მათი წამება, აქციებზე ადამიანების მკვლელობები, ამბოხების იმიტაცია – ეს წინამორბედი ხელისუფლების მმართველობის ძირითადი სტილი იყო. ავტორიტარულ რეჟიმს  ასობით და ათასობით მსხვერპლი ჰყავდა და ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო თანამონაწილეობის და დაკვეთის შედეგია. მიუღებელია ის გარემოება, რომ ახალი ხელისუფლების მმართველობიდან წელიწადზე მეტია  და პროკურატურას მიხეილ სააკაშვილი ჯერ არც კი დაუკითხავს “, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები