ჯანმო “მაიმუნის ყვავილს” პანდემიად არ აღიარებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების კომიტეტის დასკვნით, “მაიმუნის ყვავილის” ამჟამინდელი აფეთქება ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობის კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ამ აფეთქების პანდემიად გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.

ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზეა ნათქვამი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო-მ აღნიშნა “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების “გადაუდებელი” ბუნება, ის არ განიხილება გლობალურ პრობლემად, რომელიც მოითხოვს იმავე ზომების მიღებას, როგორიც, მაგალითად, COVID-19-ის პანდემიის დროს იყოს.

ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ინფექციის გავრცელების კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემთხვევების აქტიური ზრდა.

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნომ წარმოადგინა პროექტი “ჯანმო-ს სტრატეგიული გეგმა “მაიმუნის ყვავილის” შეკავება მრავალ ქვეყანაში”, რომელშიც ხაზგასმულია ძალების გაერთიანების აუცილებლობა ინფექციასთან ბრძოლაში და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რისკჯგუფში მყოფი ადამიანების ინფორმირებულობა.

22 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა (WHN) “მაიმუნის ყვავილი” პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები