დავით მათიკაშვილი: ევროკავშირის ყველა ლიდერი ერთხმად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიხსნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროპული პერსპექტივა გაიხსნა.

“მაშინ, როდესაც მთელი რადიკალური ოპოზიცია რეალურად კანდიდატობის სტატუსს უკავშირებს საკუთარ აქციებსა და პროტესტს ფონ კრამონმა, მათმა ლობისტმა პირდაპირ განაცხადა, რომ სტატუსი დღევანდელ მოცემულობაში განსაკუთრებულს არც არაფერს არ ნიშნავს. უკრაინასა და მოლდოვას კიდევ დიდხანს მოუწევთ მოსაცდელ ოთახში ლოდინი იმისათვის, რომ ევროკავშირის გზაზე იარონ. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებულ პოზიციას, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ რეალურად ევროკავშირის მიდგომა დღევანდელ მოცემულობასთან დაკავშირებით მოლდოვასთან და უკრაინასთან საფრთხეებიდან გამომდინარე იყო ისეთი, როგორიც იყო, ანუ, ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. საქართველოსთან მიმართებით ევროპული პერსპექტივა გაიხსნა. ევროკავშირის ყველა ლიდერი ერთხმად საუბრობდა და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიხსნა. სამწუხაროდ მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია აღიქვამს ამას კარის დახურვად”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები