ისტორიული დღეა მოლდოვისთვის. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მოგვანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მოლდოვის ლიდერი აღნიშნავს, ეს არის ცალსახა და ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი მოლდოვის მოქალაქეებისთვის და მათი ევროპული მომავლისთვის.
„ისტორიული დღეა მოლდოვისთვის. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მოგვანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ცალსახა და ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მოლდოვის ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ და მოწოდებულები, რეფორმების გზაზე წინ წავიწიოთ“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.
Historic day for #Moldova🇲🇩! EU🇪🇺 Member States have granted us the #EU candidate status. An unequivocal & strong signal of support for our citizens and #Moldova's European future. We are grateful & committed to advancing on the path of reforms.
— Maia Sandu (@sandumaiamd) June 23, 2022