ვლადიმერ ჩაჩიბაია ეთიოპიის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჩაჩიბაია ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს, გენერალ ადემ მუჰამედ მაჰმუდს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები აღნიშნეს, რომლებიც ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გადაიდგა. საუბარია სხვადასხვა უწყებებს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებზე.

მხარეებმა განსაკუთრებული ხაზგასმით ეთიოპიის დედაქალაქში გახსნილი საქართველოს საელჩოს მნიშვნელობა აღნიშნეს, როლის ფუნქციონირებას, მათი შეფასებით, ორი ქვეყნის დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ეთიოპიელ დიპლომატს, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებზე ისაუბრა. უკრაინა-რუსეთის ომზე საუბრისას, პარლამენტის წევრმა, ის კონტრიბუცია აღნიშნა, რომელსაც ქართული მხარე უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს. ეთიოპიელ ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების ეთიოპიის მხარისთვის გაზიარების მნიშვნელობა აღნიშნეს.
საუბარი შეეხო როგორც თავდაცვის, ასევე სასამართლო რეფორმის, ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გატარებულ რეფორმებს და მის მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ეთიოპიელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები