ირაკლი ზარქუა: ველოდები, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც; შეიძლება, მეც ვიყო და ვიტყვით, მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის დიახ, ქართული სახელმწიფოს საკადრისი
“ველოდები, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება, მეც ვიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ 24 ივნისს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროინტეგრაციას იმსახურებს.
“ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება – მეც ვიყო და ვიტყვით, მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის, დიახ, ქართული სახელმწიფოს საკადრისი. ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ჩვენ, თქვენ, ოპოზიციამ ხელი უნდა შევუწყოთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.