ირაკლი კობახიძე: საქართველოში რომ დეოლიგარქიის კანონი მოქმედებდეს, „ნაციონალების“ და „ლელოს“ ლიდერები ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებულნი
უკრაინაში დეოლიგარქიის შესახებ კანონია მიღებული, ეს კანონი რომ საქართველოში მოქმედებდეს, ამ კანონის მიხედვით, „ნაციონალების“ და „ლელოს“ ლიდერები ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებულნი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოლიგარქები „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე, ხოლო „ნაცმოძრაობაში“ – სააკაშვილ-კეზერაშვილი არიან.
„მოკლედ შევეხები დეოლიგარქიზაციის თემას; ამ თემაზე საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“ – ორი მთავარი რადიკალური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დეოლიგარქიის შესახებ კანონია მიღებული, ეს კანონი რომ საქართველოში მოქმედებდეს, ამ კანონის მიხედვით, ორივე პარტიის ლიდერები ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებულნი. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ – სააკაშვილ-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები თქვენკენ მოიკითხეთ და დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.