ზელენსკი: უკრაინას შეუძლია ფერფლიდან აღდგეს, რუსეთი კი მხოლოდ დანაკარგებითა და დეგრადაციით დარჩება

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის აღდგენა აგრესორისთვის დარტყმა იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 ივნისს იტალიაში საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის ფორუმის გახსნისას განაცხადა.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ჩვენ შეგვეძლოს არა უბრალოდ ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენა, არამედ ისეთი თანამედროვე და უსაფრთხო ცხოვრების აშენება, რომ ეს აგრესორისთვის დარტყმა იყოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ყოველივეს დაემატება ანტირუსული სანქციები და „რუსული არმიის ფიზიკური დანაკარგები ბრძოლის ველზე“.

„თავად სიცოცხლე პრიორიტეტულია. ფაქტია, რომ ჩვენ შეგვიძლია ფერფლიდან აღვდგეთ. აგრესორი სახელმწიფო კი დარჩება მხოლოდ დანაკარგებითა და დეგრადაციით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები