სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სოლიდარობის ფონდის“ აქტივობაში ჩაერთვება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია წარმოადგინეს. პრეზენაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფროსები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ფონდი 2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ მიუხედევად ბოლო პერიოდში ჯანდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებისადა სპეციალური პროგრამებისა, ასეულობით ბავშვი საჭიროებს დახმარებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ანკატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფად და პრიორიტეტულ სოციალურსაჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას, მზად არის ჩაერთოს საქველმოქმედო აქტივობაში და სოციალურად დაუცველი პირების მკურნალობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს სოლიდარობის ერთიანი ფონდი. დაგეგმილი გვაქვს საჯარო სექტორში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეებისათვისწარმოვადგინოთ ამ ფონდის პრეზენტაცია.ჩვენი მიზანია, საჯარო მოხელეები გავერთიანდეთ და ნებაყოფლობითი შენატანების საფუძველზე ფონდს საშუალება მიეცეს, რაც შეიძლება მეტ ბავშვს გაუწიოს დახმარება. სწორედ ამიტომმიგვაჩნია საჭიროდ, ყველა საჯარო უწყებაში ფონდის პრეზენტაციის ჩატარება. ჩვენ ვიქნებით მაგალითი სოლიდარული საზოგადოებისა, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს ბავშვების გადასარჩენად“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კაბახიძემ.
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მარიამ ჯაშის განცხადებით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული პროექტია, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში ის ყველაზე მწვავე სოციალური და სამედიცინო საჭიროებები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფონზე, მთლიანად იყოს დაფარული.
„თუკისაჯარო მოხელეები გავერთიანდებით და 400 000 ლარამდე მიკროდონაციებს განვახორციელებთ, 22 წლამდე ასაკის 150-მდე პაციენტის სამედიცინო, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო საჭიროებების გადაჭრის საშუალება გვექნება. პროექტი გახლავთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივია, რომელშიც გაერთიანებული არიან ჯანდაცვის, ფინანსთა, ეკონომიკის, იუსტიციის სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია. ფონდი იფუნქციონირებს აბსოლუტურად გამჭვირვალედ“, – განაცხდა მარიამ ჯაშმა.
ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე იქნება აღნიშნული ინიციატივის. „პრემიერის მიერ ინიცირებული საქართველოს სოლიდარობის ფონდი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელიც აპრობირებულია ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში და შესაბამისად თავი იჩინა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ეფექტურმა მიდგომამ. შესაბამისად ჩვენი სამინისტრო უერთდება ამ ინიციატივას“-განაცხდა ოთარ დანელიამ.
აგვისტოს ბოლოს პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.