პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა
აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა,- შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
„დანიშნონ ალექსანდრე ნიკიტიჩ დარჩიევი რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთის ფედერაციის მუდმივ დამკვირვებლად ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციაში ვაშინგტონში“, – ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.
ელჩად დანიშვნამდე დიპლომატი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ატლანტიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეთანხმება, რომ უზრუნველყოფილი იყოს აშშ-ში რუსეთის ელჩის და რუსეთში აშშ-ის ელჩის დანიშვნა, მიღწეული იქნა 18 თებერვალს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებზე.