“ამ ბოლო დროს, ვფიქრობდი რატომაა ჩვენი ოპოზიცია გზაკვალაბნეული?! ახლა მივხვდი, – პატრონი მოუკვდათ. დამრიგებლები აღარ ჰყავთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ევროპის გარკვეული სუბიექტები ჯერ კიდევ მავნებლობენ”.
“NDI/IRI-ის თავისი გასჭირვებიათ, USAID-ებს მასკის ქარიშხალმა გადაუარა.
ევროპის გარკვეული სუბიექტები ჯერ კიდევ მავნებლობენ, მაგრამ დარიგებების მიცემის ჭკუა არ ჰყოფნით, ან სისულელეებს ასწავლიან.
ხანდახან ოპოზიციის რომელიმე აქტივისტი წაიღიღინებს ხოლმე: “გეგმა დაიდოს”, “გეგმა რა არის?” თვეებია გეგმას ითხოვენ.
დარჩნენ ხანდაზმული ჭრიჭინას იმედად. დარბის აქციებზე, თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს, ოღონდ არ ამბობს საფრანგეთისაა თუ საქართველოს?!
მოკლედ, ოპოზიციური ფლანგის მარგინალიზაციის პროცესი თავისი ლოგიკური გზით მიდის.
ამ პოლიტიკურ უწიგნურებს არც არჩევნებამდე ესმოდათ და არც მის შემდეგ ესმით, რომ პოლიტიკა ქუჩაში ხუნტრუცი ან ჯიბის სტუდიებში პარტაქტივის გლოვა არაა. იმასაც ვერ ხვდებიან, როგორ აფასებს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩის ტაშ-ფანდურს. ვერც საერთაშორისო პროცესებს აანალიზებენ…
ახლა ამბობენ, ადგილობრივ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობასო. მასე გააგრძელეთ. ჩემი რჩევაა, არც 2028 წლის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა”, – წერს სალუქვაძე.