საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინელებს სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ

საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

„ჩვენი დაზვერვა სუვერენულია, ჩვენი საკუთარი შესაძლებლობებით. ჩვენ ამას უკრაინელებს ვუზიარებთ“, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.

მისი თქმით, ბრიტანელებისთვის, რომლებიც აშშ-სთან სადაზვერვო საზოგადოებაში არიან, ეს ბევრად უფრო რთული იქნება.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკილფმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები