მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომზე: ჩიხში შესული კონფლიქტია, არავის არ აქვს რაიმე იდეა ან გეგმა მის დასასრულებლად

გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, შეერთებული შტატები უკრაინას ეხმარება.

„პრეზიდენტი ტრამპი ამას განიხილავს, როგორც გაჭიანურებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტს. არავის არ აქვს რაიმე იდეა ან გეგმა მის დასასრულებლად. აქამდე უკრაინელების და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, რომ, უბრალოდ, მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ. ეს არ არის სტრატეგია“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს.

„პრეზიდენტი ცდილობს, გაარკვიოს, არსებობს თუ არა გზა მშვიდობისკენ. ორივე მხარე უნდა ჩავრთოთ, რუსები და უკრაინელები. ეს მოითხოვს დათმობებს ორივე მხრიდან, მაგრამ ჩვენ ორივე უნდა დავსვათ მოლაპარაკებების მაგიდასთან. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ. ეს მათი ქვეყანაა. რუსები უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია. ეს იყო მიზანი, ეს რჩება მიზნად და ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები