შალვა პაპუაშვილი – რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც კი გაიგეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დეპოლარიზაცია, დაიწყეს პოლარიზაცია
ბოლო რამდენიმე დღეა ერთი სიტყვა მიტრიალებს თავში – სიყალბე და ფარისევლობა, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე, მაგრამ ახლა განსაკუთრებული დოზებით ვხედავთ ამ სიყალბეს, თუნდაც ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.
„ვხედავთ განცხადებებს, თითქოს ეს არის რაღაც ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება და ა.შ. ამავე დროს პირველი საკითხი, რაც იყო ნათქვამი და, როგორც ჩანს, ამას აქცევდა ყურადღებას ევროკავშირის კომისია, არის დეპოლარიზაციის მცდელობა, რაც ყველა პოლიტიკური ძალის ამოცანაა. როგორც კი გაიგეს, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დეპოლარიზაცია, დაიწყეს პოლარიზაცია. გამოაცხადეს თავყრილობის იდეა, რაზეც პრეზიდენტმაც მოუწოდა, რომ არ ჩაატარონ ეს ღონისძიება, სწორედ იმიტომ, რომ დესტრუქციის შემომტანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.