სენაკში, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო

სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციაში სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ლობჟანიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელმა მიიღეს მონაწილეობა.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

აქციის მიზანია სკოლის ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა, ასევე, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის და გამწვანების საკითხებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები