ბელგოროდის ოლქში რუსული სუ-25 ჩამოვარდა, პილოტმა კატაპულტირება შეძლო.
რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავარია კოროჩანსკის რაიონში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზს შეეხო და ჩამოვარდა, მიწასთან შეჯახებისას კი მას ცეცხლი წაეკიდა.
კატასტროფის მიზეზი დგინდება.