ელენე ხოშტარია: მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, რომელიც მარიინსკის თეატრში მოღვაწეობდა და უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება

მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან, – ასე ეხმიანება „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია “ქრონიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი“. მინდა, გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.

ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ყველა ფაქტს ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები