პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპული კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია დღეს გაიმართება
დღეს თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
მოქალაქეები ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციას რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან.
პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ”, ასევე, აქციას არც მმართველი პარტია შეუერთდება. პრეზიდენტის მიწვევას იღებენ „ლელო“ და „მოქალაქეები“.