გრიგოლ ვაშაძე: კარგია ის განცხადებები, რომლებსაც ზურაბიშვილი აკეთებს, მაგრამ ამ თანამდებობაზე ეს ქალბატონი გაყალბებული არჩევნებით აღმოჩნდა

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ ზურაბიშვილს უნდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად და ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები უნდა გამოიყენოს, რომლებიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

“ძალიან კარგი არის ის განცხადებები, რომლებსაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, მაგრამ მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ ამ თანამდებობაზე ეს ქალბატონი გაყალბებული არჩევნებით აღმოჩნდა. სანამ ამ განცხადებებს გააკეთებს, კარგი იქნება, ეუთო-ს ის 27 რეკომენდაცია წაიკითხოს, რომელმაც გამანადგურებელი შეფასება მისცა 2018 წლის არჩევნებს. თუ უნდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად და ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები გამოიყენოს, რომლებიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და შეიწყალოს ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები