იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზეა მიწვეული, რაც სოლიდარობისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა

საქართველო მიწვეულია ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად; ვფიქრობ, ეს არის სოლიდარობისა და ნატო-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერა.

“ვფიქრობ, რომ, უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენციის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია,  ნატო-ს მოკავშირეებმა გააძლიერონ სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული აგრესიის წინაშე. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის. რუსეთი უკვე შეიჭრა საქართველოს ტერიტორიებზე. შესაბამისად, მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს პრაქტიკულ პარტნიორობას, იმას, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად წვრთნების, შესაძლებლობების გაძლიერების, რეფორმების კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი, წინ აღუდგეს რუსეთის ინტერვენციას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები